- პროექტის შესახებ
- Posted On
- გადასვლები: 676
პროექტის შესახებ
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საჯარო მმართველობის რეფორმა (PAR) არის მნიშვნელოვანი ელემენტი საქართველოში დემოკრატიული ცვლილებების შენარჩუნების მიზნით. ეფექტიანი და გამჭვირვალე საჯარო მმართველობის მიღწევა წარმოადგენს რეფორმის ძირითად მიზანს და ის შეთანხმებულია ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის.
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდთან და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით, ახორციელებს პროექტს: „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით”, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება დასავლეთ საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციების საზოგადოების ფორუმი. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და გურიის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ითანამშრომლებენ და მონიტორინგს გაუწევენ საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) განხორციელებას 8 მუნიციპალიტეტში. შედეგები დაეფუძნება მონიტორინგის მექანიზმს (რომელიც შემუშავებულია ფონდი „სოხუმის“ მიერ) და განსაზღვრავს ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტიანობას, გამჭვირვალობასა და ინკლუზიურობას ხონში, ბაღდათში, თერჯოლაში, ვანში, ოზურგეთში, ლანჩხუთში, ცაგერსა და ამბროლაურში.
ყოველივე ზემოხსენებული განხორციელდება ტრენინგების სერიის საშუალებით, რათა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აღჭურვონ საჭირო კომპეტენციით, შესაბამის მუნიციპალიტეტებში აღნიშნული ამოცანების განსახორციელებლად. გარდა ამისა, მომზადდა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდასაჭერი ქვესაგრანტო სქემა, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის წევრი ორგანიზაციების მონაწილეობას სამოქალაქო დიალოგში თავიანთ შესაბამის მუნიციპალიტეტებში და მათ ფარგლებს გარეთ.
ადგილობრივი საჭიროებების შეფასება განხორციელდება პროექტის პირველი და მეორე წლის განმავლობაში, შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება სამიზნე მუნიციპალიტეტების ადგილობრივ სამოქმედო გეგმებში. გამოქვეყნდება რეგულარული ანგარიშები საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მონიტორინგისა და რეგიონებში მიმდინარე განვითარების შესახებ. ხონის მუნიციპალიტეტში დაინერგება ონლაინ პეტიციების საპილოტე სისტემა.
გაიგე მეტი პროექტის პარტნიორების შესახებ - იხილეთ ბმული
გაიგე მეტი სამოქალაქო ორგანიზაციების საზოგადოების ფორუმის შესახებ - იხილეთ ბმული