პარასკევი, 26 აპრილი 2024

        სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმი

Add one

ფორუმის შესახებ

გურიის, იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმი შეიქმნა 2019 წლის ოქტომბერში. ევროკავშირის მხარდაჭერით ფორუმი მიმართულია საზოგადოების სხვადასხვა ფენის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაერთიანებისკენ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის დასავლეთ საქართველოში. ამჟამად ფორუმის წევრია 16 ორგანიზაცია.

ფორუმი არის ადგილი თანამშრომლობისათვის. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სწავლობენ ერთმანეთისგან და საუკეთესო პრაქტიკებს გადასცემენ ერთი მუნიციპალიტეტიდან მეორეში. ამგვარად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმი არის მოსაზრებებისა და წინადადებების შეგროვების შესაძლებლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან მასშტაბებით, გეოგრაფიული არეალით, თემატური მიმართულებებით.

დამატებით, პროექტის ფარგლებში, ორგანიზებულია ტრენინგების სერია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო პოტენციალის ამაღლებისთვის. როგორ უნდა მოხდეს ცვლილებების ადვოკატირება რეგიონულ და ეროვნულ დონეზე? როგორ მოვიცვათ ადგილობრივი მოსახლეობა? სოციალური მედია რატომაა მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის? - ეს რამდენიმეა იმ საკითხთაგან, რომლებზეც იმსჯელებენ ტრენინგების დროს.

ფორუმი შეიკრიბება ორ თვეში ერთხელ ქუთაისში. შეხვედრებსა და ტრენინგებს შორის მონაკვეთში ფორუმის წევრები დატესტავენ ტრენინგის მასალებს და ჩაატარებენ სახელმწიფო მმართველობის მონიტორინგს 8 მუნიციპალიტეტში, ამასთან - ექნებათ კავშირი ადგილობრივ მოსახლეობასთან და მოახდენენ აქტიური სამოქალაქო პოზიციის ახალი და ინოვაციური დამოკიდებულებების პილოტირებას.

ეს ვებგვერდი რეგულარულად განახლდება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ფორუმის სხვა კატეგორიები და გვერდები სოციალური ქსელში.

csoforum

The CSO Forum for organizations from Guria, Imereti and Racha-Lechkhumi was set up in October 2019.

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ელ.ფოსტა: womansukhumi@gmail.com
 
მეწარმე ქალთა ფონდი
ელ.ფოსტა: womenfund2003@gmail.com

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“
ელ.ფოსტა: spectri@gmail.com