თერჯოლის დებატებმა გაამართლა ფორუმის მთავარი მისია: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის წევრები სწავლობენ ერთმანეთისგან და საუკეთესო პრაქტიკებს გადასცემენ ერთი მუნიციპალიტეტიდან მეორეში.
ჯერ იყო თერჯოლის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც დაიგეგმა და განისაზღვრა დებატების ჩატარება.
22 ივლისს კი ონლაინ დებატები ჩატარდა: საინტერესო, აქტიური, შინაარსიანი, კონკრეტული მაგალითებით და შედეგებით...
შეხვედრაში მონაწილეობდნენ თერჯოლის ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე სტუმრები წყალტუბოს და ხონის მუნიციპალიტეტებიდან.
ეს იყო ჩატარებული მუშაობის ერთგვარი ანგარიში. სამუშაო კი საკმაოდ ნაყოფიერი იყო: საჯარო მმართველობის რეფორმის 4 მონიტორინგი, მცირე პროექტები, ვებგვერდის განახლება, საჭიროებების შეფასება, სამოქალაქო ბიუჯეტირების დანერგვის პროცესი...
დებატებზე განსაკუთრებული იყო წყალტუბოს და ხონის მუნიციპალიტეტების წარმატებული პრაქტიკის გაზიარება სამოქალაქო ბიუჯეტირების და ელექტრონული პეტიციების დანერგვის კუთხით.
შეხვედრამ დაანახა მონაწილეებს პროექტის ხელშესახები შედეგები და სერიოზული წვლილი მუნიციპალიტეტის განვითარებაში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით