- PAR პროგრესის ალტერნატიული ანგარიში
- Posted On
- გადასვლები: 600
„საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის (PAR) მონიტორინგი დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში“ - მეოთხე ანგარიში
პროექტის დასასრულს გამოვიდა ბოლო, მეოთხე ანგარიში „საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის (PAR) მონიტორინგი დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში“. პუბლიკაცია მოამზადა ფონდმა „სოხუმმა“ იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ და მეწარმე ქალთა ფონდთან პარტნიორობით.
ხონის, ბაღდათის, თერჯოლის, ვანის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ცაგერის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მონიტორინგის შედეგად მოხდა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და ინკლუზიურობის შეფასება.
ბოლო ანგარიშში ნაჩვენებია, რა გაკეთდა წინა სამი მონიტორინგის შემდეგ, როგორ შესრულდა რეკომენდაციები, რა ცვლილებებია მიღწეული და როგორია პროგრესი მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მომსახურების გაუმჯობესების კუთხით.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით