გუბში რცხილნარის დარგვა უნდათ. დედალაურში - ცენტრალური გზის მოასფალტება. ძეძილეთის და გოჩა-ჯიხაიშის მოსახლეობას ტრანსპორტის პრობლემა აქვთ.
ეს ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების პრობლემებია. მოგვარების გზაც მოიძებნა...
ელექტრონული პეტიცია!
ეს თანამედროვე და მოხერხებული მექანიზმია.
პეტიცია (ლათ. „petitio“) არის წერილობითი კოლექტიური თხოვნა ხელისუფლების ორგანოებისადმი, კოლექტიური შუამდგომლობა.
ინტერნეტმა მნიშვნელოვნად გაზარდა და გააადვილა პეტიციაზე ხელმოწერები, გააუმჯობესა მოქალაქეთა დიალოგი სახელმწიფო სტრუქტურებთან. ინტერნეტ რესურსების გააქტიურებას ემსახურება ჩვენი პროექტიც „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.
იდეა სწორედ ამ პროექტის ფარგლებში დაიბადა და განახორციელა კიდეც პროექტის ფარგლებში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა. ჯგუფმა შეისწავლა პეტიციის არსი, გამოყენების ხერხები. შეირჩნენ ფასილიტატორები, რომელთაც საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს მუნიციპალიტეტის 12 ადმინისტრაციულ ერთეულში - მოსახლეობას გააცნეს პეტიციის მნიშვნელობა და გამოავლინეს საჭიროებები პეტიციებისთვის.
დაიბეჭდა და დარიგდა საინფორმაციო ფურცლები, სადაც მოცემულია ინსტრუქცია, როგორ უნდა მოხდეს ელექტრონული პეტიციის განთავსება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე http://khoni.gov.ge.
ვებგვერდზე არის ფანჯარა პეტიცია http://petition.lsg.ge/khoni/.
აიტვირთა 15 პეტიცია - სკვერის რეაბილიტაცია ქვედა კინჩხაში, გოჩა-ჯიხაიშის მოსახლეობისთვის ტრანპორტირების მოწესრიგება, მათხოჯში მარტვილის მოსახვევთან საგზაო შემაკავებლები და სხვა.
ელექტრონული პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 0.5% პროცენტს (120 ამომრჩეველი).
უკვე დასრულდა 4 პეტიციის წარდგენა (ანუ დაგროვდა 120 და მეტი ხმა) და გადაგზავნილია მერიაში შემდგომი რეაგირებისთვის. ეს არის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება დევნილთა დასახლებაში, ქუტირში და წყაროსმინდვრის უბანში (გზის მოასფალტება, სპორტული მოედნის და სკვერის რეაბილიტაცია). ერთ-ერთი პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია: ქალაქ ხონში მიუსაფარი ძაღლების აცრის, კასტრაცია/სტერილიზაციის სტანდარტების დანერგვა და შესაბამისი ფინანსური რესურსების გამოყოფა.
6 პეტიციისთვის ჯერ კიდევ გრძელდება ხმის მიცემა.
პრობლემათა მოგვარების შემდეგ მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დარწმუნდება, რომ თავად შეუძლია საჭიროებების გამოვლენაც და ხელისუფლებასთან ონლაინ დიალოგით მისი მოგვარებაც...
ეს პროექტის ერთ-ერთი სერიოზული შედეგი და წარმატების ისტორიაა - მოქალაქეთა მონაწილეობის კარგი მაგალითი.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით