- აქტივობები/შედეგები
- Posted On
- გადასვლები: 869
ორი სამთვიანი პროექტი - ლანჩხუთში
ივნის-აგვისტოში ორი პროექტი განხორციელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ეს მუშაობა არის ნაწილი პროექტისა „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“.
„საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ზრდის ხელშეწყობა საშუალო ვადიან პერსპექტივაში“ - ასე ეწოდება ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის პროექტს. მისი მიზანია საჯარო მოხელეთა ცოდნისა და უნარების ამაღლება საჯარო მმართველობის რეფორმის, კომუნიკაციის, პრეზენტაციის და ფასილიტაციის საკითხებში, საჯარო მოხელეების ტრენინგსაჭიროებათა კვლევა, აგრეთვე საშუალოვადიანი ტრენინგსტრატეგიის შემუშავება და ინსტიტუციონალიზაცია.
„საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორი“ - ეს საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტია. მისი რეალიზების შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ექნება თანამედროვე ტექნოლოგიებთან შესაბამისი, ადვილად გასაგები ელექტრონული კომუნიკატორის ვებაპლიკაცია, რაც გაზრდის საკრებულოს გამჭვირვალეობას და ანგარიშვალდებულებას.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით