- პრესრელიზი
- Posted On
- გადასვლები: 1158
პრესრელიზი
სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გააერთიანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს იმერეთიდან, გურიიდან და რაჭა-ლეჩხუმიდან, სამოქალაქო საზოგადოების კომპეტენციის გაძლიერებით, რათა მონიტორინგი გაუწიონ საჯარო მმართველობის რეფორმას ტრენინგებისა და ურთიერთთანამშრომლობის გზით.
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდთან და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით, ახორციელებს პროექტს: „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით”, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში შეიქმნება დასავლეთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და გურიის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ითანამშრომლებენ და მონიტორინგს გაუწევენ საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) განხორციელებას 8 მუნიციპალიტეტში. შედეგები დაეფუძნება მონიტორინგის მექანიზმს (რომელიც შემუშავებულია ფონდი „სოხუმის“ მიერ) და განსაზღვრავს ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურობას, გამჭვირვალობასა და ინკლუზიურობას ხონში, ბაღდათში, თერჯოლაში, ვანში, ოზურგეთში, ლანჩხუთში, ცაგერსა და ამბროლაურში. ყოველივე ზემოხსენებული განხორციელდება ტრენინგების სერიის საშუალებით, რათა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აღჭურვოს საჭირო კომპეტენციით, შესაბამის მუნიციპალიტეტებში აღნიშნული ამოცანების განსახორციელებლად. გარდა ამისა, მომზადდა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდასაჭერი ქვესაგრანტო სქემა, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის წევრი ორგანიზაციების მონაწილეობას სამოქალაქო დიალოგში თავიანთ შესაბამის მუნიციპალიტეტებში და მათ ფარგლებს გარეთ. ადგილობრივი საჭიროებების შეფასება განხორციელდება პროექტის პირველი და მეორე წლის განმავლობაში, შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებულ იქნება სამიზნე მუნიციპალიტეტების ადგილობრივ სამოქმედო გეგმებში. გამოქვეყნდება რეგულარული ანგარიშები საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მონიტორინგისა და რეგიონებში მიმდინარე განვითარების შესახებ. ხონის მუნიციპალიტეტში დაინერგება ონლაინ პეტიციების საპილოტე სისტემა. ფონდი „სოხუმი“, პროექტის პარტნიორებთან ერთად, გაახმოვანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას დასავლეთ საქართველოში შემდეგი მიმართულებებით: ადვოკატირების ეროვნული კამპანია (შეხვედრები პარლამენტის წევრებთან და შესაბამის სამინისტროებთან, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და დებატები) და ვრცელი მედიაკამპანია (სატელევიზიო გამოსვლები და პრეს-კონფერენციები, ვებგვერდი და სოციალური მედია), წინა პლანზე წამოწევს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის მნიშვნელობას და პროგრესს დასავლეთ საქართველოში. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საჯარო მმართველობის რეფორმა (PAR) არის მნიშვნელოვანი ელემენტი საქართველოში დემოკრატიული ცვლილებების შენარჩუნების მიზნით. ეფექტიანი და გამჭვირვალე საჯარო მმართველობის მიღწევა წარმოადგენს რეფორმის ძირითად მიზანს და ის შეთანხმებულია ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის. კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი" არის ქუთაისში არსებული ქალთა ორგანიზაცია. ის მუშაობს საქართველოში მშვიდობიანი და დემოკრატიული საზოგადოების შესაქმნელად და მხარს უჭერს ქალთა მიერ განხორციელებულ საქმიანობებს, რომლებიც ხელს უწყობს ქალებს, გახდნენ სამშვიდობო პროცესის ძლიერი მონაწილეები. |
|