საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას,
საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს,
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
ფონდი „სოხუმის“ და დასავლეთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის მიმართვა
მოგახსენებთ, რომ კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდთან და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“, რაც ემსახურება საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) ადგილობრივ დონეზე ეფექტიანად და ჯეროვნად გატარების ხელშეწყობას.
პროექტის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში განხორციელდა საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის (PAR) სამი მონიტორინგი და საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) გატარების პროცესში მოსახლეობის საჭიროებათა შეფასება.
თვითმმართველობებში განხორციელებული მონიტორინგის და მოსახლეობის საჭიროებათა კვლევის შედეგად, სამიზნე მუნიციპალიტეტებში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად იკვეთება ინტერნეტის სუსტი დაფარვა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მოსახლეობისთვის ელექტრონული მომსახურების ხელმისაწვდომობას და ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის ჯეროვნად განხორციელებას.
საქართველოს მასშტაბით, ხარისხიანი ინტერნეტ დაფარვის უზრუნველყოფა და მოსახლეობის ელექტრონული სისტემების და მომსახურების ხელმისაწვდომობის აუცილებლობა განსაკუთრებით აქტუალური და უალტერნატივოა კოვიდ-19 პანდემიის შედეგად განვითარებული მდგომარეობის გამო. სუსტი ინტერნეტ დაფარვა, რომელიც განსაკუთრებით პრობლემურია სოფლების მოსახლეობისთვის, შეუძლებელს ხდის მოსახლეობის მხრიდან ისეთი სერვისების გამოყენებას, როგორებიც არის: ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალური პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება, საკრებულოს თუ მერიის წარმომადგენლებისთვის წერილების, განცხადებების და პეტიციის გაგზავნა, ონლაინ საჯარო განხილვებში მონაწილეობა, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამებში ჩართვა და ა.შ. გარდა ამისა, სოფლის მოსახლეობა ფაქტობრივად ვერ ახერხებს ცენტრალურ დონეზე არსებული სხვადასხვა საჯარო ელექტრონულ სერვისზე წვდომას, მოწყვლადი მოსახლეობისთვის სახელმწიფო თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული მხარდაჭერის სერვისების გამოყენებას, განათლების ხარისხიანად მიღებას და ონლაინ რეჟიმში სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას.
ელექტრონული სერვისებისადმი ხელმიუწვდომლობა, გარდა ინტერნეტის სუსტი დაფარვისა, ასევე განპირობებულია ინტერნეტის საფასურის სიძვირით, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებებების (კომპიუტერი, სმარტფონი) არქონით და მათი გამოყენების სუსტი უნარ-ჩვევებით.
სამწუხაროდ, დღეს საქართველოში სახეზეა ციფრული უთანასწორობის მკვეთრი გამოხატულება, რაც, ძირითადად, განაპირობებულია გეოგრაფიული და ეკონომიკური ფაქტორებით.
კოვიდპანდემიით გამოწვეული მდგომარეობის და სახელმწიფო ხელისუფლების მიერ ელექტრონული მმართველობის და სერვისების განვითარების მიმართულებით ნაკისრი ვალდებულების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, დროულად და პროაქტიულად მოხდეს საქართველოს მასშტაბით ინტერნეტიზაციის პროცესის დაჩქარება და განხორციელება, როგორც მოსახლეობის ინფორმირების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის, ასევე ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის და რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უშუალო ჩართულობით, განახორციელოს კონსტიტუციით დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება და მიიღოს ყველა შესაძლო და საჭირო ზომა ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრისთვის და უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობა ინტერნეტით.
საამისოდ მნიშვნელოვანია შემდეგი მოქმედებების დაუყოვნებლივ განხორციელება:
- მოსახლეობის ელექტრონული სერვისებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ინტერნეტ პროვაიდერებთან აქტიური მოლაპარაკებების წარმოება, ინტერნეტიზაციის ან ინტერნეტის სიგნალის გაძლიერების უზრუნველყოფის მიზნით;
- სოციალურად დაუცველი და მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილისთვის, რომელიც ცხოვრობს ინტერნეტის დაფარვის ზონაში, თუმცა ხელმოკლეობის გამო ვერ ახერხებს ინტერნეტის საფასურის გადახდას, მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან ინტერნეტის საფასურის სუბსიდირება;
- მოსახლეობაში ელექტრონული მომსახურების სარგებლობისთვის სათანადო უნარების განვითარების ხელშესაწყობად, თვითმმართველობებში შეიქმნას სპეციალური სერვის ცენტრები ან/და ტექნიკური მობილური ჯგუფები, რომლებიც ადგილზე მოემსახურებიან მოსახლეობას და პრაქტიკულ დახმარებას/ინსტრუქტაჟს გაუწევენ ელექტრონული სისტემების გამოყენების საკითხებზე.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
მეწარმე ქალთა ფონდი
იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“
ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი
საქართველოს სასოფლო დარბაზი
განათლებისა და თანასწორობის ცენტრი
ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
განათლებისა და განვითარების ცენტრი „ედელვაისი“
ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი
სამოქალაქო ჩართულობისა და ბავშვთა უფლებების დაცვის კავშირი „ბავშვები - საქართველოს მომავალი“
ქალები საქართველოს მომავლისათვის
„სამოქალაქო სპექტრი თანასწორობა“
„თანასწორობა ახლა“
აქტიური მოქალაქეები ეფექტური მართვისა და სამართლიანობისთვის
„თანადგომა 2020“
„აქტიური მოქალაქე - ანგარიშვალდებული ხელისუფლება“
ცაგერის ქალთა უფლებებისა და თანასწორობის ცენტრი
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრი
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ჰაბი - ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC)
„ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა“
„რუდუნი“
ჰუმანიტარული ინიციატივებისა და განვითარების ცენტრი
„ვანი -XXI საუკუნე“
ახალგაზრდობის ჩართულობის ცენტრი
დემოკრატია, თანადგომა, ნდობა
ხალხი და თავისუფლება
„ალაო“
სოლიდარობა - XXI
ახალგაზრდები თერჯოლიდან
შშმ პირთა ორგანიზაცია „ფენიქსი“
ცაგერის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ორგანიზების ცენტრი
„ამრიდი“
„ჩვენ ვქმნით მომავალს“