- მრგვალი მაგიდა
- Posted On
- გადასვლები: 902
წარმატებული შედეგის პრეზენტაცია ხონში
ეს იყო მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია თემაზე „ელექტრონული პეტიცია ხონის მუნიციპალიტეტში". ხონის საკრებულოში ჩატარებულ შეხვედრას ესწრებოდა 28 მონაწილე: ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ შედეგების შესახებ.
პროექტის ერთ-ერთი წარმატებული შედეგია ელექტრონული პეტიციის სისტემის შექმნა და დანერგვა ხონში. გამომსვლელებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის თორმეტ ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარებული საინფორმაციო კამპანიის შესახებ, თემების სახელით წარდგენილ ელექტრონულ პეტიციებზე და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ პეტიციების განხილვის პროცესზე.
მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ელექტრონული პეტიციის შევსების, რეგისტრაციისა და ხელის მოწერის შესახებ. აქტიური დისკუსიის დროს აქცენტი გაკეთდა მოსახლეობის ჩართულობაზე, კერძოდ კი ახალგაზრდების გააქტიურებაზე ადგილობრივი პრობლემების მოგვარების პროცესში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით