„საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორი“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის განხორციელებაც დაიწყო ლანჩხუთში, საქართველოს სასოფლო დარბაზმა.
11 ივნისს გაიმართა ფოკუს-ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელიც მიჰყავდა ამირან გიგინეიშვილს. შეხვედრის მიზანი იყო საკრებულოს საქმიანობის ელექტრონული მენეჯერის შესაძლო სტრუქტურისა და დიზაინის განხილვა.
პროექტის დაწყებისა და პირველი აქტივობის შესახებ ინფორმაციები განთავსდა ორგანიზაციის ვებგვერდზე http://darbazi.org.ge
საქართველოს სასოფლო დარბაზის მცირე პროექტი ერთ-ერთია იმ 16 პროექტს შორის, რომელიც დაფინანსდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით