ორი პროექტის განხორციელება დაიწყო ხონის მუნიციპალიტეტში. განაცხადები მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.
პროექტების სათაურიდან და მიზნებიდან ჩანს მათი მნიშვნელობა და აქტუალობა:
ა(ა)იპ ხონის განათლებისა და განვითარების ცენტრმა „ედელვაისმა“ მოამზადა ორთვიანი პროექტი „საზოგადოების ხმა თვითმმართველობაში“. პროექტი ინფორმაციას მისცემს მოსახლეობას იმის შესახებ, რა ხდება ადგილობრივ ხელისუფლებაში. იგეგმება ხონის მუნიციპალიტეტის „ცხელი ხაზის“ ამოქმედება, 12-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში განთავსდება საკონტაქტო ინფორმაციის შემცველი ბანერები (ვებგვერდი, ფეისბუქგვერდი, ელფოსტა, ცხელი ხაზის ნომერი).
ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი ახორციელებს სამთვიან პროექტს „მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად ხელმისაწვდომობის გაზრდა მოქალაქეებისთვის“. პროექტის მიხედვით, განახლდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდი, მუნიციპალიტეტის საქმიანობა გახდება უფრო გამჭვირვალე, მოსახლეობა აქტიურად ისარგებლებს მუნიციპალიტეტის ელექტრონული პლატფორმით, გაეცნობა ადგილობრივ პროგრამებს და გამოიყენებს მათ თავისი პრობლემების მოგვარებისთვის.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით