- შეხვედრები
- Posted On
- გადასვლები: 842
ახალ პროექტზე მუშაობა გურიაში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში
ფონდმა „სოხუმმა“ მეწარმე ქალთა ფონდთან და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით დაიწყო მუშაობა პროექტზე „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას დასავლეთ საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში. მეწარმე ქალთა ფონდი იმუშავებს ამბროლაურსა და ცაგერში (რაჭა-ლეჩხუმი), „სპექტრი“ - ოზურგეთსა და ლანჩხუთში (გურია), ხოლო ფონდი „სოხუმისთვის“ საპროექტო არეალია იმერეთის ოთხი მუნიციპალიტეტი: ხონი, თერჯოლა, ვანი და ბაღდათი.
ოქტომბერში გაიმართა მოსამზადებელი სამუშაოები, გაცნობითი სახის შეხვედრები ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და საინიციატივო ჯგუფის წევრებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან, მათ შორის გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელ პირებთან.
შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ადგილებზე ყველანაირი მხარდაჭერა იქნება პროექტის განხორციელებისას, რადგან ეს მუშაობა მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.