14 ახალი ორგანიზაცია შეიქმნა პროექტის ფარგლებში. პროექტმა ხელი შეუწყო არა მარტო მათ რეგისტრაციას, არამედ წარმატებულ სტარტსაც: პირველი პროექტების დაწერაც შეძლეს და პირველი გრანტებიც მიიღეს.
მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწავლებას. წყალტუბოში ჩატარებულ ორდღიან შეხვედრაზე ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს შესაძლებლობების განვითარებისა და პროექტების მართვის საკითხები (ორგანიზატორი - იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრი“).
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ინსტიტუციურ განვითარებას, ფონდების მოძიებას, ორგანიზაციულ და ფინანსურ მართვას, პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას.
ამ საკითხებზე პრაქტიკული სესიები გამართეს „საქართველოს სასოფლო დარბაზის“ თავმჯდომარემ, ექსპერტმა ამირან გიგინეიშვილმა და ფონდი „სოხუმის“ ფინანსურმა მენეჯერმა ლალი გახარიამ.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ პროექტების მართვის გამოცდილებას იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ერთ-ერთი პროექტის მაგალითზე.
ორი დღის განმავლობაში ახალმა ორგანიზაციებმა სერიოზული გამოცდილება შეიძინეს, რაც ხელს შეუწყობს მათ განვითარებასა და მიზნების მიღწევაში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით