სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში. შეხვედრაზე შეჯამდა სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელებული ცვლილებები. ასევე განხილულ იქნა ეთიკის კოდექსის რამდენიმე ვარიანტი, რათა ჯგუფმა დაიწყოს მუნიციპალიტეტის ეთიკის კოდექსის შემუშავება.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით