ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი და განვითარებისა და განათლების ცენტრი „ედელვაისი“ – ხონის სამოქალაქო საზოგადოების ამ ორი ორგანიზაციის მონაწილეობით გაიმართა საკონსულტაციო ონლაინ ჩართვა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საბოლოო ანგარიში ჩატარებული სამუშაოების და ორგანიზაციების მინი პროექტების შესახებ.
ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართულები სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, ხვდებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს.
შეხვედრაზე ისაუბრეს ახალი ორგანიზაციის შექმნაზეც - ეს პროექტის ახალი ინიციატივაა. არის შემოთავაზება, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდეს ახალ სსო-დ.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით