ახალი, რიგით მესამე მონიტორინგის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები, ცვლილებები კითხვარსა და ანგარიშის ფორმებში - ეს იყო ძირითადი თემა ონლაინ ჩართვაზე, რომელიც გაიმართა ხონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან - ხონის დევნილთა საინიციატივო ცენტრი და „განათლებისა და განვითარების ცენტრი „ედელვაისი“. ორგანიზაციის წევრებმა მონიტორინგის ფარგლებში დაგეგმეს შეხვედრები თვითმმართველობის წევრებთან.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით