თერჯოლის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. ჩართვის დროს ყურადღება გამახვილდა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ მნიშვნელოვან აქტივობაზე. ეს არის საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მესამე მონიტორინგი, რომელსაც თერჯოლის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ჩაატარებენ. განიხილეს ვადები, კითხვარი, კონკრეტული საკითხები. დაიგეგმა შეხვედრები რესპონდენტებთან.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით