რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი ფონდი „აფხაზინტერკონტი“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს „ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე თვითმმართველობა - ინფორმირებული მოსახლეობა“. 7 ივლისს გაიმართა პროექტის პრეზენტაცია/მრგვალი მაგიდა - დისკუსია.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სათემო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ისაუბრეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე, რაც მიზნად ისახავს ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობას.
საპროექტო განაცხადი მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით