აქტიურად ხორციელდება პროექტი „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.
კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა - ამჯერად თერჯოლაში. პროექტის ასისტენტი შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წევრებს. განხილული იყო სამუშაო გეგმები, რაც უკავშირდება ანკეტირების ჩატარებას. ასევე ისაუბრეს სამიზნე ჯგუფებზე, მოხალისეებზე, რომლებიც გარკვეულ ჯგუფებთან იმუშავებენ.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით