15 აპრილს ონლაინ შეხვედრა ჩატარდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან: „თანადგომა ახლა“ და შშმ პირთა კავშირი „რწმენა და იმედი“. შეხვედრაზე შეჯამდა ანკეტირების პროცესი, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს ადგილობრივ დონეზე საგზაო რუკის რეალიზაციისთვის რეგიონალური საჭიროებების შეფასება. ასევე განხილულ იქნა ჩაღრმავებული ინტერვიუს კითხვარი და დაიგეგმა ინტერვიუების ჩატარების პროცესი, რათა არსებულ სიტუაციაში მაქსიმალურად განხორციელდეს პროექტის აქტივობები სოციალურ ქსელში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით