- შეხვედრები
- Posted On
- გადასვლები: 721
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის შეხვედრა: წარმატებებსა და გამოწვევებზე
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის შეხვედრა ჩატარდა ქუთაისში. შეხვედრაზე მონაწილეობდა ხონში, ვანში, თერჯოლაში, ბაღდათში, ლანჩხუთში, ოზურგეთში, ცაგერსა და ამბროლაურში რეგისტრირებული 16 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია. მუნიციპალიტეტების მიხედვით გაანალიზდა ადგილობრივი საჭიროების მეორე კვლევის შედეგად გამოვლენილი შედეგები, მოხდა შედარება წინა კვლევასთან, თუ რა დინამიკა ფიქსირდება ამ ეტაპზე, რა შედეგებია და რა გამოწვევები რჩება.
ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიზარდა ინფორმირების დონე საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ და, შესაბამისად - ელექტრონული სერვისების გამოყენების სტატისტიკაც. ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვით 8 მუნიციპალიტეტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებს.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით