კვირა, 22 დეკემბერი 2024

        სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმი

Add one


კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“

 ქალები არაძალადობრივი, მშვიდობიანი და თანაბარუფლებიანი საზოგადოებისთვის

ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ დაფუძნდა 1997 წელს ქუთაისში (საქართველო) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების მიერ. ფონდი „სოხუმის“ მიზანია, დახმარება გაუწიოს დევნილ ქალებს, რომლებიც იძულებულები გახდნენ, დაეტოვებინათ აფხაზეთი თავიანთ ოჯახებთან ერთად, 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად.

ორგანიზაცია მუშაობს არაძალადობრივი, მშვიდობიანი და თანაბარუფლებიანი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. მისი ძალისხმევით ქალები და ახალგაზრდები  აქტიურად მონაწილეობენ დემოკრატიული საქართველოს ცხოვრებაში.

ფონდ „სოხუმს“ აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება. ორგანიზაციის მუშაობა გავლენას ახდენს  მის მიერ შექმნილი გენდერული საკონსულტაციო საბჭოების, ქალთა მხარდაჭერის ცენტრების,  ამომრჩეველ ქალთა კლუბებისა და ახალგაზრდული კლუბების მეშვეობით.

ფონდი „სოხუმი“ ატარებს აქტივობებს პოტენციალის გაზრდისა და განათლების, კვლევებისა და ადვოკატირების, ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების და პიარის კუთხით, მათ შორის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ხანგრძლივი თანამშრომლობის შედეგად. ფონდი „სოხუმი“ მუშაობს თანამშრომლებთან და მრავალრიცხოვანი აქტივისტისა და მოხალისის ქსელთან დასავლეთ საქართველოს  რეგიონიდან.

ფონდი „სოხუმი“ წარმოადგენს პროექტის წამყვან შემსრულებელს, პასუხისმგებელია პროექტის საერთო ხელმძღვანელობაზე და დახმარების გაწევაზე იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საპროექტო ღონისძიებების ჩატარებისა და რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის კუთხით.


მეწარმე ქალთა ფონდი

მეწარმე ქალთა ფონდი არის ქალთა ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს ქუთაისში (საქართველო). ორგანიზაცია დაფუძნდა 2003 წელს და მუშაობს  ქალთა სამოქალაქო შესაძლებლობების გაძლიერებისა და მათი აქტიური მონაწილეობისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს:

- ქალთა განვითარების ხელშეწყობას ეკონომიკური დამოუკიდებლობის მისაღწევად;

- დევნილი ქალებისა და უმცირესობების ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობების გაზრდას;

- ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობას სამშვიდობო პროცესში;

- პრობაციონერთა, ყოფილ მსჯავრდებულთა და მათი ოჯახის წევრების მონაწილეობის ხელშეწყობას სწავლებისა და დასაქმების პროცესში.

მეწარმე ქალთა ფონდი მუშაობს დასავლეთ საქართველოში და ახორციელებს მრავალმხრივ პროექტს სხვადასხვა პარტნიორთან, რის შედეგადაც მყარდება თანამშრომლობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქალთა ეკონომიკურ განვითარებას ქალაქად და სოფლად.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში მეწარმე ქალთა ფონდი დაეხმარება რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საპროექტო საქმიანობის განხორციელებაში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობით რეგიონში.


იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ არის არასამთავრობო  ორგანიზაცია, რომელიც 1997 წლიდან მოქმედებს საქართველოში.

ორგანიზაციის მიზანია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების  ხელშეწყობა,  ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობა.

საქმიანობის სფეროები: განათლება და მეცნიერება, გარემოს დაცვა, ნარჩენების უტილიზაცია, ენერგოეფექტიანობა, სოციალური სფერო და ჯანდაცვა, მცირე ბიზნესის განვითარება. „სპექტრმა“ განახორციელა სხვადასხვა დონორის მიერ დაფინანსებული 40 პროექტი.

ორგანიზაცია დიდ ყურადღებას უთმობს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვის საკითხებში. საგანმანათლებლო ღონისძიებები „სპექტრის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„სპექტრის“ სამიზნე ჯგუფები: სტუდენტები და უფროსკლასელები, სასწავლო დაწესებულებების მასწავლებლები და დამხმარეები საბავშვო ბაღებში, მასმედიის წარმომადგენლები, ახალგაზრდობა, ფერმერები და სხვ. „სპექტრი“ ამზადებს სასწავლო პროგრამებს, სასწავლო მოდულებს, პრეზენტაციებს და პუბლიკაციებს.

2016 წლიდან „სპექტრი“ არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN)  წევრი 2013 წლიდან.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში „სპექტრი“ დახმარებას გაუწევს გურიის საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საპროექტო საქმიანობის განხორციელებასა და გურიის  სამოქალაქო საზოგადოების პოტენციალის ამაღლებაში.


 

The CSO Forum for organizations from Guria, Imereti and Racha-Lechkhumi was set up in October 2019.

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ელ.ფოსტა: womansukhumi@gmail.com
 
მეწარმე ქალთა ფონდი
ელ.ფოსტა: womenfund2003@gmail.com

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“
ელ.ფოსტა: spectri@gmail.com