- შეხვედრები
- Posted On
- გადასვლები: 772
ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრები იმერეთის ორგანიზაციებისთვის
რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საკონსულტაციო შეხვედრები იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. ონლაინ კონსულტაციები გამართა ტრენერ-კონსულტანტმა ეკატერინე გამახარიამ და მასში მონაწილეობა მიიღეს თერჯოლის, ხონის, ვანის და ბაღდათის ორგანიზაციებმა.
დასაწყისში საკონსულტაციო ჩართვა მოეწყო თერჯოლის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციებთან: ა(ა)იპ ბავშვთა უფლებების დაცვისა და მოქალაქეობრივი აღზრდის კავშირი „ბავშვები - საქართველოს მომავალი“ და ახალი ორგანიზაცია „ქალები საქართველოს მომავლისთვის“.
შემდეგ შეხვედრაში ჩაერთნენ ხონის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციები: დევნილთა საინიციატივო ჯგუფი და განათლებისა და განვითარების ცენტრი „ედელვაისი“.
ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ჩატარებულ კონსულტაციებში მონაწილეობდნენ ორგანიზაციები: „თანადგომა 2020“, „მოქალაქეთა აქტიურობა ეფექტური მმართველობისა და სამართლიანობისთვის“, „თანასწორობა ახლა“ და შშმ პირთა კავშირი „რწმენა და იმედი“.
პარტნიორი ორგანიზაციების წევრებმა კონსულტანტთან ერთად ისაუბრეს საგრანტო თემებზე, ფინანსურ საკითხებზე. განხილული იყო საგრანტო განაცხადების წარდგენის პრინციპები.
შეხვედრები ჩატარდა პროექტის გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით