- შეხვედრები
- Posted On
- გადასვლები: 712
შეხვედრა ონლაინ ამბროლაურისა და ცაგერის ორგანიზაციებთან
მეწარმე ქალთა ფონდი, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დისტანციურად თანამშრომლობს ამბროლაურსა და ცაგერში პარტნიორ ორგანიზაციებთან პროექტში „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.
ნიშანდობლივია, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა ზედმიწევნით სრულდება ონლაინ კონსულტაციებითა და სატელეფონო კომუნიკაციებით. აპრილში ონლაინ კონსულტაციები ჩატარდა ამბროლაურის სამოქალაქო ორგანიზაციების: რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმართველობის რესურს ცენტრისა და „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ჰაბი - „აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებთან, ასევე ცაგერის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების „აქტიური მოქალაქე - ანგარიშვალდებული ხელისუფლება“ და „ცაგერის ქალთა უფლებებისა და თანასწორობის ცენტრის“ წარმომადგენლებთან.
ონლაინ შეხვედრებზე განხილულ იქნა პროექტით დაგეგმილი ჩაღრმავებული ინტერვიუების ჩატარების სპეციფიკა, ტრენინგის ჩატარების ფორმატი და ყველა ის გამოწვევა, რომელიც შეიძლება დაიძლიოს დისტანციური მუშაობის შედეგად.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით