- შეხვედრები
- Posted On
- გადასვლები: 643
ხონის სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთი რეკომენდაცია შესრულდა
ხონის სამუშაო ჯგუფი აქტიურად მოქმედებს თავისი გეგმის მიხედვით. მორიგ ონლაინ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა განიხილეს მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილი საკითხები. ითქვა, რომ შესრულდა კიდევ ერთი რეკომენდაცია: საკრებულომ დაადგინა მოქალაქეთა მიღების კონკრეტული დღეები - კვირაში 2 დღე, რაც აქამდე არ არსებობდა. ეს ბრძანება მოცემულია მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ეთიკის კოდექსზე. აღინიშნა, რომ ხონის მუნიციპალიტეტი ეთიკის კოდექსს მიიღებს მუდმივმოქმედი დადგენილების და არა ერთჯერადი განკარგულების საფუძველზე. მორიგ შეხვედრამდე ჯგუფის წევრები აქტიურ საკონსულტაციო რეჟიმში მუშაობენ.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით