- შეხვედრები
- Posted On
- გადასვლები: 795
პროექტის შემსრულებელთა მორიგი შეხვედრა
პარტნიორთა მორიგი შეხვედრა გაიმართა 11 თებერვალს ფონდი „სოხუმის“ ოფისში. შეხვედრაზე აქტიურად განიხილეს სამიზნე მუნიციპალიტეტებში საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის (PAR) მონიტორინგის განხორციელების პროცესი. აგრეთვე ისაუბრეს მომავალ ტრენინგთან დაკავშირებით. ტრენინგი ჩატარდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის წევრებისთვის - საჭიროებათა შეფასების საკითხებზე.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით