- PAR მონიტორინგი
- Posted On
- გადასვლები: 675
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ბაღდათში
ბაღდათის სამუშაო ჯგუფის მეხუთე შეხვედრა გაიმართ ონლაინ რეჟიმში. განხილულ იქნა სამოქმედო გეგმა და გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძებები. ჯგუფი შეიმუშავებს ეთიკის კოდექსს და შეხვედრაზე იმსჯელეს იმ ფორმატზე, თუ როგორ უნდა ჩართონ ამ პროცესში მერიის წარმომადგენლები. ასევე განიხილეს დამატებები, რომლებიც გეგმაში ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის განხორციელების მეორე მონიტორინგის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე შეიტანეს.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით