- PAR მონიტორინგი
- Posted On
- გადასვლები: 689
ახალი გამოწვევები COVID-19-ის პირობებში - შეხვედრა ოზურგეთში
COVID-19 პირობებში როგორ მიმდინარეობს პროექტი? როგორ უპასუხებენ ახალ გამოწვევებს პროექტის მონაწილეები? რა არის დაგეგმილი სამომავლოდ? ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრეს ოზურგეთში გამართულ საკონსულტაციო შეხვედრაზე პროექტში ჩართული ორგანიზაციების წევრებმა.
პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაციაა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“, ოზურგეთში კი პროექტს ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ორი ორგანიზაცია - „განათლებისა და თანასწორობის ცენტრი“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.